- E-leranging ბაზაში თემის საბოლოო ვერსიაზე ატვირთვა- 21-25 სექტემბერი 2026 წ., 17:00 სთ.-მდე.
- აკინძული სამაგისტრო ნაშრომის და თანდართული დოკუმენტების ფაკულტეტზე წარმოდგენა - 28 სექტემბერი 2026 წ, 17:00 სთ.-მდე
- სამაგისტრო თემების კომისიის წინაშე დაცვა - 28 სექტემბრის კვირა. ზუსტი თარიღი მინიმუმ 1 კვირით ადრე გამოქვეყნდება.
- სამაგისტრო ნაშრომის საბოლოო ვერსია უნდა აიტვირთოს E-Learning პროგრამაში გრაფა - „ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება მაგისტრატურისთვის - საბოლოო ვერსია“.
- ნაშრომი და თანდართული დოკუმენტები მატერიალურად წარმოადგინეთ - თსუ II კორპუსი , 111 ოთახი. 09:30 – 17:00 , შესვენება : 13:00-14:00 .
მაგისტრანტმა ფაკულტეტს უნდა წარუდგინოს:
- სამაგისტრო ნაშრომი აკინძული;
- ნაშრომის ელექტრონული ვერსია (Word და PDF ფორმატი) CD დისკზე ჩაწერილი;
- ID ბარათის, ან პასპორტის ასლი;
- დადასტურება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ (ფორმა) ;
- სამაგისტრო ნაშრობის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა) ;
- ხელმძღვანელის წერილობითი და ხელმოწერილი დასკვნა სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე; *
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი); აღნიშნული ეხება, მათ ვისაც წარმოდგენილი არ აქვთ ბაკალავრის დიპლომის და დანართის შესაბამისად დამოწმებული ვერსია.
*ჩამოთვლილი დოკუმენტაციის გარეშე არ მიიღება სამაგისტრო ნაშრომები!
გთხოვთ, გაეცნოთ:
სამაგისტრო პროგრამათა სტუდენტების ავტორობით შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების სავალდებულო შემოწმება ხორციელდება პროგრამა “Turnitin”-ის საცდელი და საბოლოო შემოწმების ფუნქციათა გამოყენებით, რომელიც ებმის თსუ “E-Learning”-ის სასწავლო ბაზას. პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტური ელ. ფოსტით რეგისტრაციის შემდეგ.
“Turnitin”-ის პროგრამით აღმოჩენილი დამთხვევების შინაარსობრივ შესწავლას უზრუნველყოფს სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით:
- თსუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 13 მაისის №37/2020 დადგენილებით მიღებულ „სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტს“;
- სადოქტორო/სამაგისტრო/საბაკალავრო ნაშრომის Turnitin-ზე შემოწმების სახელმძღვანელო(სტუდენტებისათვის).
- იხ. დამატებითი განმარტება პროგრამა “Turnitin”-ის სარგებლობის თაობაზე (ხშირად წამოჭრილი პრობლემები).
- “Turnitin”-ის პროგრამის გამოყენების ვიდეოგაკვეთილი.
Turnitin პროგრამასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. მისამართზე: zurab.bitcholashvili@tsu.ge
სამაგისტრო ნაშრომის თავფურცელი (სატიტულო გვერდი).